ახლა იმყოფებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ჟან მონეს პირველად დაებადა ერთიანი ევროპის იდეა.
შენი მისიაა, გაესაუბრო მას და გაიგო როგორ შეიქმნა ევროკავშირი!
თუ წარმატებით დაასრულებ დიალოგს, მიიღებ 1 ვარსკვლავს!
გადასაადგილებლად გამოიყენეთ ისრები კლავიატურაზე ან დააწკაპე ეკრანზე.
ჟაკ დელორი იყო ყოფილი ევროკომისიის პრეზიდენტი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მაასტრიხტის ხელშეკრულების შექმნისას. მისი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო ევროკავშირის ჩამოყალიბებაში — ის ცდილობდა, ევროპა მხოლოდ ეკონომიკურ პროექტს კი არა — საერთო ღირებულებებსაც გაეერთიანებინა.
x0
ჟან მონე იყო ფრანგი ეკონომისტი, დიპლომატი და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მამა-დამფუძნებელი. ის არ იყო არც პრეზიდენტი, არც მინისტრი, მაგრამ მისი იდეებით შეიქმნა ის, რაც დღეს ევროკავშირია. ჟან მონე ევროპული ნახშირისა და ფოლადის საზოგადოების პირველი ხელმძღვანელი იყო. სიცოცხლეში არ დაუკავებია პოლიტიკური თანამდებობები — მაგრამ იყო ყველაზე გავლენიანი "ფარდის უკან".
რობერტ შუმანი იყო ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1950 წლის 9 მაისს მან წარმოთქვა ისტორიული განცხადება, რომელმაც ეკონომიკური ერთიანობის იდეა მშვიდობის გზად აქცია.
შუმანის სიტყვებმა დასაბამი მისცა ევროპული ნახშირისა და ფოლადის საზოგადოების შექმნას — პირველ ნაბიჯს იმ კავშირისკენ, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია.
პოლ-ანრი სპააკი იყო ბელგიელი დიპლომატი და ერთ-ერთი ლიდერი, ვინც ევროპის მომავლისთვის მუშაობდა — მისი ძალისხმევით 1957 წელს გაფორმდა რომის ხელშეკრულება. სპააკი მიზნად ისახავდა ეკონომიკური ერთიანობის შექმნას ევროპაში.
gilocav! ukve 10 varskvlavi gaqvs!! 🌟✨
grCeba mxolod bolo misia - da Tu warmatebiT daasruleb, bolo 2 varskvlavsac Seagroveb!
amis Semdeg ki SegeZleba evrokavSiris droSis awyoba!